Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი… არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს – მურმან დუმბაძე

მარშალ პრესი 27/12/2022
მურმან დუმბაძე

მორალურად გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მე და თქვენ ვზივართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში, რა წესია, მორალურად ვილაპარაკოთ – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“- ს ლიდერმა მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ და ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით.

„გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად გირგვლიანი იმ ბიჭებთან მართალი არ იყო, ისინი მორალურად მართლები იყვნენ. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია, ამას ამბობს მეორე მხარე. ოფიციალური დოკუმენტი გირგვლიანზე ამბობს, რომ დაუსხლტა გირგვლიანი, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა. ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, მკვლელობის ფაქტი არ არის ჩადენილი“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

Post navigation

Previous: მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ამოვიდა უკვე ყელში სააკაშვილზე ლაპარაკი – აღელვებული ახალგაზრდის ემოციური მიმართვა (ვიდეო)
Next: მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.