Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილი სამივეს საჯაროდ გაემიჯნა – დავით მაღრაძე

მარშალ პრესი 26/12/2022
დავით მაღრაძე

ილიამ სამი საუნჯე დაგვიტოვა – “მამული, ენა, სარწმუნოება” და სააკაშვილი სამივეს საჯაროდ გაემიჯნა. სარწმუნოებასთან მისი გამიჯვნის კადრები ახსოვს ქართველ საზოგადოებას. მამული, საქართველოს მოქალაქეობა, ფეხქვეშ გათელა, სასამართლოზე ქართულ ენას გაემიჯნა და თარჯიმანი დასჭირდა – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.

როგორც მაღრაძე აღნიშნავს, ამ ხელისუფლების დასამხობად განსაკუთრებული მგზნებარებით ის ხალხი აქტიურობს, რომელიც ვითომ საბჭოთა მენტალიტეტით იყო და არის შეწუხებული.

„რაც შეეხება სააკაშვილის მხარდამჭერებს, ამ ხელისუფლების დასამხობად განსაკუთრებული მგზნებარებით ის ხალხი აქტიურობს, რომელიც ვითომ საბჭოთა მენტალიტეტით იყო და არის შეწუხებული, სინამდვილეში როგორც კი სააკაშვილმა 21-ე საუკუნის საბჭოთა რეპრესირებული მანქანა გააცოცხლა, ჯერ ამ მანქანას “ეხახუნა”, მერე შეაქო… თავიანთი თანამშრომლობით რეჟიმისგან გამეტებული ხალხი გაწირეს და ახლა საკუთარი ბიოგრაფია რომ “გააპრავონ”, ამ ხელისუფლებისგან ნებადართულ სიმამაცეში თვალების ბრიალით, ხმალამოღებული გადაეშვა. როგორც წესი, მშვიდობის იმას რცხვენია, ვისაც ბრძოლის თავი არა აქვს. ამის საილუსტრაციოდ გავიხსენებ დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის შეგონებას – ჭკუით, ქართველებო! როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, მისი ვაჟები სრული შემადგენლობით იბრძოდნენ. უფროსი, იმ ომში გმირულად აღესრულა. იმ მოღვაწეების შვილები კი, რომლებიც დღენიადაგ იარაღისკენ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არც აფხაზეთში უნახავს ვინმეს და არც სამაჩაბლოში, არსად, სადაც თავდადება იყო საჭირო“ – აცხადებს დავით მაღრაძე.

Continue Reading

Previous: იმდენს იზამთ, რაც 2012-ში დაგაკლოთ ქართველმა ხალხმა, ახლა წაგლეკავთ საბოლოოდ
Next: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა – პრემიერი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025