Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პუშკინის სკვერის აღდგენა დასრულდა

მარშალ პრესი 26/12/2022
MLDZ5856 (1)

თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სკვერი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  დაათვალიერა.

„დავამთავრეთ პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც მთლიანად მოწესრიგდა და შესაძლებლობების ფარგლებში გაფართოვდა. გარდა ამისა, დაირგო ხე-მცენარეები; რეაბილიტირდა გარე განათება, ისე, რომ შეინარჩუნა პირვანდელი სახე; განთავსდა ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა. შადრევანიც განახლებულია და გაზაფხულიდან, რა თქმა უნდა, ჩაირთვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე დამატებით მოეწყო გამწვანებული სივრცეები და შეიცვალა გამწვანებული თარგების გეგმარება, გარდა ამისა, რეაბილიტირდა პუშკინის ბიუსტის კვარცხლბეკი. სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკე ინვენტარი, რეაბილიტირდა გარე განათება და დამატებით დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

თარგებში ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები: ტერიტორიაზე შევიდა 656 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო 758 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები, მოეწყო სარწყავი სისტემა და 890 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. სკვერის სამშენებლო სამუშაოები 1 400 800 ლარი დაჯდა, ხოლო ძეგლის კვარცხლბეკის რეაბილიტაციის ღირებულება 2397 ლარია.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამბასადორიალზე არდასწრება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ უწყების, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა
Next: იმდენს იზამთ, რაც 2012-ში დაგაკლოთ ქართველმა ხალხმა, ახლა წაგლეკავთ საბოლოოდ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.