IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„დაბეჯითებით შემიძლია გითრათ, რომ ჩვენი მხრიდან სიურპრიზები არ იქნება, თუ რამე არ შემოგვთავაზა ჩვენმა რომელიმე ოპონენტმა” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ამმუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ საზოგადოების განწყობა იდენტურია იმისა, რაც 8 მარტის შეთანხმებაშია ასახული.

მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო პროექტს 117-კაციანი მხარდაჭერა ექნება და რისკები ნულამდეა დაყვანილი.

„შესაბამისად, პირველივე მოსმენაზე დაფიქსირდება 92 მხარდამჭერი უმრავლესობის მხრიდან და ახლა იმ დეპუტატებზეა ჯერი, რომლებმაც აქამდეც ღია მხარდაჭერა დააფიქსირეს. ამ შემთხვევაში რისკი არ იქნება საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE