IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მარნეულმა და გარდაბანმა საკუთარ თავზე გამოსცადა თუ რას ნიშნავს გყავდეს მზრუნველი, ეფექტური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მარნეულში მოსახლეობისთვის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

„თქვენს რეგიონში გლობალური პანდემიის დროს კოვიდ-19 გავრცელების საფრთხე ძალიან მაღალი იყო. ყველას გვახსოვს, როდესაც ჩაიკეტა მარნეული და რამდენიმე სოფელი, იყო ძალიან დიდი უკმაყოფილება და ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ დღეს ეს ადამიანები ვინც იმ დღეებში უკმაყოფილებას გამოხატავდა და კრიტიკულად იყო განწყობილი მადლობას გვეუბნებიან, რადგან ყველა ძალიან კარგად ხედავს და მიხვდნენ, თუ რამდენმა მნიშვნელოვანია ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

კრიზისი პირობებში კარგად გამოჩნდა, რომ თქვენს გვერდით არის ძალიან ენერგიული, აქტიური, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც 24-საათის განმავლობაშ შრომობდნენ, რათა რეგიონს ზიანი მაქსიმალურად არიდებოდა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში როდესაც ვსაუბრობთ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, განხორციელებულ პრობლემებზე, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. და უნდა ვისაუბროთ, რომ არის პრობლემები და გამოწვევები. მაგრამ ეს ყველაფერი ერთად უნდა დავძლიოთ, მე დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება