IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„მარნეული ძლიერი რეგიონია, მაგრამ ინფრასტრუქტურულად, ბევრი რამაა გასაკეთებელი. დღეს ჩვენ ვნახეთ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა. ესაა სისტემა, რომელზე მუშაობაც დაიწყო და რომელიც ბიუჯეტიდან დაჯდება 200 მილიონი ლარი და მარნეულსა და ირგვლივ არსებულ სოფლებს სამუდამოდ ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

„საირიგაციო, სარწყავი წყალი, რა თქმა უნდა, პრობლემაა მთელ ქვეყანაში და აქ, მარნეულშიც ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ყველა უნდა ვიცოდეთ და შევთანხმდეთ, რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს საკმარისია. ჩვენ ვამბობთ, რომ ესაა სისტემურ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, რომელიც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავაგრძელოთ და ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი გავხადოთ“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

„ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარუდგინა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება