IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მოხარული ვარ დღეს ძალიან შრომისმოყვარე, ლაღი და მაგარი ხალხის წინაშე ვიმყოფები, ხალხის, რომელიც საქართველოს აძლიერებს და ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მარნეულში მოსახლეობისთვის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

„თქვენი რეგიონი გამორჩეულია ნაყოფიერი მიწებით და რაც მთავარია ძვირფასი, მშრომელი ადამიანებით. მოგმართავთ ამ დიდებულ მიწაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მარნეული და მთლიანად ეს მხარე არის ყველაზე ნათელი დასტური თუ როგორ შეუძლიათ კავკასიის ხალხებს ერთმანეთის თანადგომით, ურთიერთ სიყვარულით და საუკუნოვანი მეგობრობით შექმნას შრომისა და წარმატების მაგალითი. მარნეული ერთ-ერთი ძლიერი და მდიდარი ქალაქია ამ რაიონში და ეს თქვენი და ამ ქალაქის მკვიდრების დამსახურებაა. ეს არის ადგილი სადაც ყველა ერთად მეგობრულად ცხოვრობს, ემსახურება ტავის რაიონის ინტერესებს და ეთნიკური, რელიგიური თუ ნებისმიერი განსხვავებებით მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება და ავსებს აქაურობას სილამაზით და კულტურული მრავალფეროვნებით. საქართველო ჩვენი ყველას საერთო სამშობლოა და მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს რომ ამ თავდაუზოგავი შრომით ქმნით მარნეულის წარმატებას, რაც ნიშნავს საქართველოს საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რაც თუნდაც იმაში გამოიხატება რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაში კოლოსალური თანხები ჩაიდო, ამოქმედდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და ეს პროგრამები ბევრმა ადამიანმა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმებისთვის გამოიყენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება