IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი  მამუკა მდინარაძე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენის საკითხს/ მისი თქმით,  ამ შემთხვევაში „პირველ ტურში დამთავრდება ყველაფერი”.

ჩემთვის არანაირ მიზანს არ წამოადგენს ცინიზმი და არ შეიძლება, რომ უდიერად ან უპატივცემულოდ მოეპყრო შენს თუნდაც ყველაზე სუსტ კონკურენტს, თუმცა რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიცია მათ შორის, ხელს გვიწყობენ კიდევ უფრო მყარ გამარჯვებაში, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ახმოვანებენ. პიროვნულად არ მიიღოს არც ერთმა, უფრო მეტად საუბარი მაქვს საერთო კანდიდატებზე, რა შემთხვევაშიც წარმატების საფუძველი ისიც იქნება, რომ პირველ ტურში დამთავრდება ყველაფერი, როდესაც ისინი საერთო კანდიდატს დაუჭერენ მხარს”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება