Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს პარტია აღარ არის, ერთმანეთს ჭამენ სააკაშვილის მილიარდებისთვის და კეზერაშვილის მილიონებისთვის – გიგლა ბარამიძე

მარშალ პრესი 26/12/2022
გიგლა ბარამიძე

არანაირი რესურსი არ აქვთ. ეს უკვე პარტია აღარ არის. არიან ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ჭამენ სააკაშვილის მილიარდებისთვის და კეზერაშვილის მილიონებისთვის, – ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად ლობისტები აქტიურად მუშაობენ.

„მუშაობს ლობისტების ჯგუფი. პირველი სცენარი არ გამოვიდა მისი [მიხეილ სააკაშვილი] ჩამოსვლის და ხალხის გამოსვლის, მეორე სცენარი ფრონტის გახსნის არ გამოვიდა. ახლა მესამეს ატრიალებენ და მეოთხეს ნიადაგს ამზადებენ. ამზადებენ ჟურნალისტების ჯგუფს, რომლებსაც მოახვედრებენ ან თეთრს სახლში ბრიფინგზე, ან სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგზე, სადაც შეკითხვას დასვამენ, რომ ასეთ მდგომარეობაშია პრეზიდენტი, ხელისუფლება მას ციხეში ალპობს, არ არის დახმარება და როდესაც მოუმზადებელი იქნება საპასუხოდ ადამიანი და არ იქნება საქმეში ჩახედილი, შეიძლება წამოსცდეს რომელიმე მაღალჩინოსანს, რომ – იცით რა, დრო არის სააკაშვილი გამოვიყვანოთ საქართველოდან. ამიტომ, ძალიან კარგი ელჩი გვყავს აშშ-ში და ჩვენმა საელჩოებმა ამ კუთხით წინმსწრებად უნდა იმუშაონ“, – აღნიშნა მან.

Post navigation

Previous: მოკლედ, შავი სიები გამზადებული აქვთ – ზურაბ ქადაგიძე
Next: ადგილზეა ხაშლამა და ჩურჩხელები – სალომე ზურაბიშვილის სახლთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ათენებენ ღამეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.