IMG.GE ___________________________________ IMG.GE

აბაშიძის 22 ნომერში მშენებარე კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამშენებლო მასალებს გაუჩნდა.

ადგილზე 2 სახანძრო სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ასევე, ადგილზე 2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოცხადდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდიაცია რამდენიმე წუთში მოახერხეს.

მშენებარე კორპუსის მფლობელმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში განაცხადა, რომ სახანძრო ჯგუფები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ და ხანძრის კერის ჩაქრობა მალევე შეძლეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება