IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ადგილობრივებთან შეხვედრისას გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს და რომელთა მოსაგვარებლად ხელისუფლების თანადგომა სჭირდებათ.

„ახლა ქუთაისის უძველეს უბანში ვიმყოფებით. არც ისე ბევრი ქალაქ-მუზეუმია მსოფლიოში და როცა შენი უბნის დასახელება სწორედ ასე ჟღერს, საამაყოცაა და საპასუხისმგებლოც. აქ ძველი და ახალი ქუთაისის საინტერესო სინთეზია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც ამ ქუჩებსა და დასახლებებში უნდა დავგეგმოთ. დაგეგმვა არ მოხდება თქვენი აქტიური მონაწილეობის გარეშე. აქ თქვენი სახლებია, თქვენი ოჯახები და ყველაზე კარგად თქვენ იცით, რა უნდა გაგიკეთოთ ხელისუფლებამ, როგორ უნდა გაგიკეთოთ და როდის“ – განაცხადა ზაზა ლომინაძემ მოქალაქეებთან შეხვედრაზე.

დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებსაც „ქართული ოცნების“ გუნდი ქუთაისში ახორციელებს, ასევე სამომავლო პროგრამებზე, რომლებიც უკვე განსაზღვრულია ან მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება