IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან 8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტი შესრულებული არ არის.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „ევროპულ საქართველოს“ სურს კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა არის ბარიერი, 8 მარტის შეთანხმება შესრულებული არ არის.

„ელჩების მოწოდებას აბსოლუტურად ვიზიარებ, ბარიერი არის ივანიშვილის მხრიდან შეთანხმების არშესრულება. საქართველოს მეგობრებმა ამ განცხადებაშივე თქვეს, რომ შეთანხმება შეუსრულებელია და აუცილებელია, ყველა კომპონენტი შესრულდეს, ამის მონიტორინგი გაგრძელდება არჩევნებამდე, რადგან ეს საარჩევნო კლიმატზე გავლენას ახდენს. შეთანხმების შეუსრულებლობა და ამბოხებული მაჟორიტარების მიერ ცვლილებები ჩაგდება ივანიშვილს ვერ გადაარჩენს საარჩევნოდ, მაგრამ ქვეყანას დააზიანებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩები მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში 21 ივნისისთვის არის განხილვა დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება