Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 45 წლისთავს – პრემიერი

მარშალ პრესი 25/12/2022
პრემიერი და პატრიარქი

მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 45 წლისთავს. მისი უდიდესი პირადი წვლილის დამსახურებით, ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესი ქრისტიანულ ფასეულობებთან ჩვენი დაბრუნებით დაიწყო. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს.

ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა – ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის; ამიტომაც, ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას.
დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.”- წერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: სააკაშვილის გასათავისუფლებლად კარდაკარ სიარული დაიწყო
Next: ნინო ლომჯარია, მიშა მშვილდაძე, ხათუნა სამნიძე, გიგი წერეთელი და სხვები საშობაო ქადაგებას ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში შეხვდნენ (ფოტოები)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.