IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გლობალურმა კრიზისმა გამოსცადა თუ რამდენად სტაბილური ინსტიტუტები აქვს ჩვენ ქვეყანას, რამდენად ხალხზე და ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება ჰყავს ჩვენს ქვეყანას და რამდენად სწორი იყო რეფორმები რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თეთრიწყაროში მოსახლეობისთვის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

„ამ წლების განმავლობაში ჩვენი ოპონენტები ბევრჯერ გვექაჩებოდნენ წარსულში, ბევრჯერ უსამართლო კრიტიკა მოგვისმენია, იყენებდნენ თავის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის თეთრი შავად ეჩვენებინათ და კარგი – ცუდად. გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ რისთვის იყო საჭირო სოფლის მეურნეობაში დაფინანსების გაზრდა და გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის ფუჭად გადაყრილი ფული, გვაკრიტიკებდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გამო, გვაკრიტიკებდნენ წლების განმავლობაში რა საჭიროა სახელმწიფომ ბიზნეს გაუკეთეს სუბსიდირება და დააფინანსოს „აწარმოე საქართველოში“.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო გლობალურმა პანდემიამ გამოცდის წინაშე დააყენა, გამოჩნდა, რომ სწორედ ეს რეფორმები აღმოჩნდა კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის, ამ რეფორმებმა შეძლო ჩვენი ჯანმრთელობის და ეკონომიკის გადარჩენა, დღეს თუ ჩვენ მშვიდ კამპანიას ვატარებთ, ჩვენი ქვეყანა არჩევნებისთვის გეგმურად ემზადება, მაშინ როდესაც შესაძლოა ჩვენზე უფრო შეძლებულმა ქვეყნებმა გადადეს არჩევნები. რა თქმა უნდა ბევრი გამოწვევა რჩება, რჩება ბევრი მოქალაქე და ოჯახი, რომელიც გაჭირვებასთან არის პირისპირ, მაგრამ იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს, ჩვენ, თქვენთან ერთად ვდგამთ სწორ ნაბიჯებს. ჩვენ შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას. სწორედ ამიტომ მოვედით თქვენთან, რომ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ნდობა, კიდევ უფრო გულღიად გითხრათ, რომ თქვენს გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება