ერთ ოჯახთან მაინც მივიდა ან თვითონ, ან დედამისი? მიდით და ამათ დედებს უთხარით შენდობა! არ წაიღეს ტვინი! – ნიკა კაკილაშვილი

ნიკა კაკილაშვილის პოსტი მიხეილ სააკაშვილზე:

“ერთ ოჯახთან მაინც მივიდა ან თვითონ, ან დედამისი, ან მიშას შვილი, ტრიბუნიდან რომ ტლიკინებს და შენდობა სთხოვა ვინმეს? შენდობა კი არა, ამ გირგვლიანს რას გადამაყოლეთო და კრიმინალს ვებრძოდი, სხვა რა მექნაო, იძახის! ათასობით დედა გააუბედურა ან მოუკლა, ან დაუინვალიდა შვილი!

ედუსხელა ბიჭებს ქუჩაში ცხრილავდნენ და კომბლებივით აწყობდნენ სახურავზე! ედუს თანატოლები უმამოდ გაიზარდენ, შიშში და გაჭირვებაში! მივიდა და ნათელმირონს, კობა დავითაშვილის შვილს მოუხადა ბოდიში?ჟვანიას შვილს? მოლაშვილის შვილებს?

წლინახევრის ბავშვი არ ანახეს ნაწამებ მამას – ამბავს გამოიტანსო! რეებს ლაპარაკობთ, რა შენდობა! შენდობას აძლევენ იმას, ვინც შენდობას ითხოვს და ინანიებს!

ჩვენ ინდულგენციები არც არასოდეს გვქონია და არც გვექნება – შენდობა იყიდოთ დაუმსახურებლად! მიდით და ამათ დედებს უთხარით შენდობა! არ წაიღეს ტვინი, ბოლოს და ბოლოს! რა ქრისტიანულ მორალზე გვაწვებით, არაქრისტიანულად ექცევითო.

ქრისტიანული მორალი სატანასთან კოაბიტაციას და ეშმაკისთვის შენდობას კი არა, მასთან ბრძოლას გულისხმობს! ჯერ გაერკვიეთ ქრისტიანობაში და მერე გვიკითხეთ მორალი! ამათთვის შენდობა იქნება, როგორც ღორისთვის მარგალიტები! რა იციან ამათ შენდობის ფასი – ბინძური ფეხებით გადაჯეგავენ და არ დააფასებენ მაინც! და კიდევ, ჩვენ ერთხელ უკვე ვცადეთ შენდობა და ამას კოაბიტაცია ერქვა!”– წერს ნიკა კაკილაშვილი.

გაზიარება