Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსეთის “როსკომნადზორი” “ნეტგაზეთს” ემუქრება

მარშალ პრესი 09/04/2022
მძორი

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო “როსკომნადზორი” “ნეტგაზეთს” აფრთხილებს, წაშალოს თავის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ეხება.

საუბარია “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის, ზურაბ მენაღარიშვილის მიერ 16 მარტს მომზადებულ მასალაზე, რომელიც თავდაპირველად ქართულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით “უკრაინის განცხადებით, ბრძოლაში მოკლეს მე-4 რუსი გენერალი”.

იმავე დღეს მასალა რუსულადაც ითარგმნა და “ნეტგაზეთის” რუსულენოვანი გამოცემის ვებსაიტზე განთავსდა. სიახლის სათაურია “Война в Украине: Киев сообщил о гибели четвертого российского генерала”(“ომი უკრაინაში: კიევი მეოთხე რუსი გენერლის გარდაცვალების შესახებ იუწყება”).

 

“როსკომნადზორის” მიერ გამოგზავნილ მეილში ნათქვამია, რომ,  ru.netgazeti.ge-მ 24 საათში უნდა წაშალოს მასალა.

“ნეტგაზეთი” არ აპირებს აღნიშნული მასალის წაშლას.

წყარო: https://netgazeti.ge/life/604478/

Post navigation

Previous: დორბლიანის და ალასანიების მუდმივ მონობას ნამდვილად სჯობს დაიხოცოთ! ხოდა დაიხოცეთ!!! – ნუკა არველაძე “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართავს
Next: დავით მათიკაშვილი: საქართველო, ომის დაწყების დღიდან, მეგობარი უკრაინის გვერდით დგას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.