IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარტიის თავმჯდომარე ჩართულია ჩვენი პარტიის მუშაობაში, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ ამ გეგმებითა და ამ გამოცდილი გუნდით, მივიღებთ საზოგადოების მხარდაჭერას და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას. როგორც ხედავთ, კამპანიას აქტიურად ვატარებთ. პრაქტიკულად, ყველა ლიდერი, რომელიც ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, არის რეგიონებში. ჩვენ ვხვდებით ხალხს, ვხვდებით საზოგადოებას და ჩვენ მათთან მივიტანთ იმ გეგმებს, რისთვისაც ჩვენი მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მხარს დაგვიჭერენ და ენდობიან „ქართულ ოცნებას“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება