IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობის მიერ განხორციელებული სოციალური დახმარებების პროგრამა სწორია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, გაერო-ს კვლევამ დაადასტურა, რომ სოციალური დახმარებები ადამიანებზე არის ორიენტირებული.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან არაერთი კრიტიკული განცხადება იყო სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, გაერო-ს ავტორიტეტულმა კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სოციალური დახმარებები, მათი სტრუქტურა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, იყო სწორი, შედეგიანი და ორიენტირებული ადამიანებზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ წარმოდგენილი კვლევით დამტკიცდა, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული მიზნობრივი ანტიკრიზისული სოციალური ღონისძიებები ბავშვების მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანია და ის მოქალაქეებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს გლობალური კრიზისით გამოწვეულ ფინანსურ სირთულეებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება