Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 23/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 65-ე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში და ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამეს.

ასევე განიხილეს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.

მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს როგორც სექტორული, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით.

კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და დადებითად შეაფასეს საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესაძლებლობების სრულფასოვანად გამოყენებისკენ მიმართული ძალისხმევა.

სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ, როგორც რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობის ასევე საკანონმდებლო დონეზე უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე უწყებას.

Post navigation

Previous: ჩათვალა რომ ზურგში დანი ჩარტყმის მომენტი სწორედ ახლაა – ლევან ნიკოლეიშვილი გახარიაზე
Next: დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში ანსამბლ ,,ბასიანის” საახალწლო კონცერტი გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.