Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ისტორიის სანაგვეზე გადასროლილი კიდევ ერთი მაზაკვალი – დავით ქართველიშვილი გიორგი გახარიაზე

მარშალ პრესი 23/12/2022
დავით ქართველიშვილი

“როდესაც “კანონიერი მოღალატე”, მედროვე და უმადურობის ეტალონი – გიორგი გახარია, ქვეყნის განვითარების ბოლო 30-35 წელიწადში დაშვებულ შეცდომებს და პასუხისმგებლობას მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს, ძნელია არ დაეთანხმო თუნდაც მასთან მიმართებით აღმოცენებულ გარემოებაში”- წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი გიორგი გახარიას შესახებ.

ქართველიშვილისთ თქმით, ამ ბრენდებს ამოფარებულები ისინი ურცხვად, უსინდისოდ იმ თავის გუშინდელ “მამა-მარჩენალს” აგინებენ, ვისი წყალობითაც – თუნდაც ბრენდის სახით, დღეს ხმის ამოღების უფლება მოიპოვეს.

“როდესაც “კანონიერი მოღალატე”, მედროვე და უმადურობის ეტალონი – გიორგი გახარია, ქვეყნის განვითარების ბოლო 30-35 წელიწადში დაშვებულ შეცდომებს და პასუხისმგებლობას მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს, ძნელია არ დაეთანხმო თუნდაც მასთან მიმართებით აღმოცენებულ გარემოებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში “ექსპერტ” ხუხაშვილის რეკომენდაციით ეს “დაბალი სოციალური საფასურის” მქონე “ტროას სახედარი” რანაირად აღმოჩნდებოდა დღეს თავის უზნეობის პიკზე?

როდესაც ქართველობაზე, კაცობაზე, ზნეობაზე ტესტ-ვერ-ჩამბარებელი ეს მერამდენე ექსპერიმენტალური ნიმუში, “პერსონალიზებული პასუხისმგებლობით” ემუქრება ხელისუფლებას, რომელსაც მისნაირი უ-სამშობლო და ამორალური არარაობების მიერ დატოვებული “ავგიას თავლების” გაწმენდა უწევს მათ მიერ უხვად დატოვებული “განავალისაგან” – მაინც ეკითხები საკუთარ თავს: ღირს კი ამ ერთპროცენტიან “პოლიტიკოსებს” შენი დრო დაუთმო თუნდაც პასუხის გასაცემად?

მაგრამ ამაშია სწორედ ის უბედურება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელით ნაგავიდან და ტალახიდან აღმოცენებული მოღალატეთა ეს ლეგიონი – დღეს ყველგან, საქართველოს გარდა, იმ “ბრენდებს” წარმოადგენენ, რასაც ყოფილი პრეზიდენტი, პრემიერი თუ მინისტრი ჰქვია. და ამ ბრენდებს ამოფარებულები ისინი ურცხვად, უსინდისოდ იმ თავის გუშინდელ “მამა-მარჩენალს” აგინებენ, ვისი წყალობითაც – თუნდაც ბრენდის სახით, დღეს ხმის ამოღების უფლება მოიპოვეს.

საქართველოში განვითარებული ღალატის ამ არნახული ვაქხანალიის ფონზე, არაკაცობის და ზურგში დანის ჩარტყმის 30-ვერცხლიანი საფასურიც აღარა მგონია ნომინალად ითვლებოდეს. აშკარად გაუფასურდა! ვერც იუდა ისკარიოტელთან მივლენ ახლოს, რომელსაც შემორჩენილი სირცხვილის უკანასკნელმა წვეთმა უკარნახა – რაც უნდა გაეკეთებინა ღალატის შემდეგ. გახარიას ამის “ერთი ადგილი” საიდან? საქართველოს ისტორიის სანაგვეზე გადასროლილი კიდევ ერთი მაზაკვალი…”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საგულდაგულოდ გადამალული გახარია გამოამზეურეს – ანდრია გვიდიანი
Next: არ მითხრათ პირადია და ნუ ეხებიო, ესაა ზუსტად ადამიანის მორალური მხარე – თამთა მეგრელიშვილი გახარიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.