IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ღირსეული შემოსავალი და საჭიროებს სახელმწიფოს მხარდაჭერასა და თანადგომას. ჩვენ ვალდებულები ვართ, თითოეულ მოქალაეს მხარში ამოვუდგეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თეთრიწყაროში მოსახლეობისთვის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანა დღეს სწორ რელსებზე დგას.

მისივე თქმით, მათ ესმით, რომ მიღწეული საკმარისი არ არის და ბევრი პრობლემაა, რომელთაც მოგვარება სჭირდება.

„ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ღირსეული შემოსავალი და საჭიროებს სახელმწიფოს მხარდაჭერასა და თანადგომას. ჩვენ ვალდებული ვართ, თითოეულ მოქალაეს მხარში ამოვუდგეთ. თითოეული ადამიანის პრობლემა გავიზიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების მხარდასაჭერად და დასახმარებლად“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

კალაძემ 2012 წლის წინასარჩევნო პერიოდი გაიხსენა, თუ რაოდენ განსხვავებული სიტუაცია იყო მაშინ ქვეყანაში; როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას განსხვავებული ზარის მქონე მოქალაქეების მიმართ.

„მაშინ, როდესაც იყო ძალიან დიდი შიში, ზეწოლა, ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით, მოვახერხეთ და არჩევნების გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რათა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა ქვეყანა ეკონომუიკურად სწრაფად განვითარდეს. თითოეულმა მოქალაემ იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება