Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ვანდალიზმის არცერთი მსგავსი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე – ავთანდილ თალაკვაძე

მარშალ პრესი 23/12/2022
321284110_5904346376295895_6273096836619531389_n

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა „მსურს განცხადება გავაკეთო და მხარდაჭერისთვის მივმართო ჩვენს მოსახლეობას.

სამწუხაროდ, ჩვენ მუნიციპალიტეტში არაერთხელ დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტები, როდესაც აზიანებენ ახალ ინფრასტრუქტურას. აღნიშნულზე ვსაუბრობდი გასულ პერიოდშიც. არის შემთხვევები როცა ხდება ახლად რეაბილიტირებული სკვერის, შენობის თუ ინვენტარის მიზანმიმართული დაზიანება. (სურათებს ვაჩვენებთ). მაშინ როდესაც ჩვენი ქალაქი ლამაზდება, ხორციელდება მასშტაბური პროექტები – თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაკეთდა. კიდევ ერთხელ მსურს ავღნიშნო, რომ არცერთი მსგავსი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე და შესაბამისი სამსახურები, კანონიერ რეაგირებას ახდენენ და მოახდენენ ამ შემთხვევებზე.

სწორედ მსგავსი ფაქტების გამოვლენას, უსაფრთხოებას და პრევენციულ ღონისძიებებს ემსახურება საჯარო სივრცეებში ვიდეო კამერების განთავსება, რასაც ოპონენტების მხრიდან არაერთხელ მოჰყვა პოპულისტური განცხადებები და სპეკულაციები,“- აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.

Post navigation

Previous: დავით კირკიტაძის 9 დღიანი თავგანწირვა დასრულდა
Next: 2023 წლის ბიუჯეტით, სოციალურ მხარდაჭერასთან ერთად დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 2,5 მილიონ ლარამდე დავხარჯავთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.