IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ დროებით შეაჩერა კოვიდინფიცირებულების და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება.

მარინა ეზუგაბაიას ინფორმაციით, ცენტრი აგრძელებს აივ/ შიდსით ინფიცირებული ამბულატორიული პაციენტების მიღებას.

“ჩვენ არ ვწყვეტთ პაციენტების მიღებას, დროებით შევაჩერეთ პაციენტების მიღება-ეს არის კოვიდინფიცირებულები და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტები.

დანარჩენი პაციენტების აივ/ შიდსით ამბულატორიული და სხვა წარმოშობის ინფექციური ავადმყოფების ცენტრში მიღებას და მკურნალობას ვაგრძელებთ.

ჩვენი მიზანი და მოსახლეობის ინტერესი თანხვედრაშია. ჩვენი და საზოგადოების ინტერესია, რომ ცენტრში მოსახლეობამ მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურეობა, მაღალი ხარისხის მომსახურეობის განუყოფელი ნაწილია სამედიცინო პერსონალის მაღალპროფესიონალიზმი, რომელიც არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეპიდემიის მართვისას.

ამასთან, ხარისხის შენარჩუნებისთვის აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა, გამართული ინფრასტრუქტურის მოთხოვნა დღევანდელ პერიოდში არ არის ჩვენი ცენტრის ფუფუნება, ეს არის გადაუდებელი, სასიცოცხლო საჭიროება, ისიც რაც შეიძლება მალე“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება