Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯოზეფ ბორელი – მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას

მარშალ პრესი 30/03/2022
ჯოზეფ ბორელი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მის ქვეყანაში არსებული ვითარება უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან ჯოზეფ ბორელთან განიხილა.

კულებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბორელთან მისი საუბარი შეეხო ევროკავშირი-ჩინეთის სამიტის მომზადებასა და მცდელობებზე, რომელიც რუსეთის აგრესიის დასასრულებისკენაა მიმართული.

„სანამ რუსეთის ბარბაროსული ომის დანაშაულები გრძელდება, ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციებით ზეწოლა. ევროკავშირის მე-5 პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს და იყოს რაც შეიძლება მკაცრი“, – აღნისნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამის საპირისპიროდ, ბორელმა საკუთარ „ტვიტში“ არ ახსენა სანქციების მორიგი რაუნდი და მხოლოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი „შეინარჩუნებს ზეწოლას“ რუსეთზე.

„დმიტრო კულებასთან უკრაინაში არსებული ვითარება განვიხილე. მე მას კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად და მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას“, – განაცხადა ბორელმა.

Continue Reading

Previous: გამორიცხულია, ამნისტია იგორ გიორგაძესა და ასლან აბაშიძეს შეეხოს, შეიძლება შეეხოს მამალაძეს – ამის მიუხედავად ვერ ვიტყვი, რომ მხარდაჭერას არ იმსახურებდა ეკონომიკური დანაშაულების ამინისტირება – სარჯველაძე
Next: გერმანია მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025