Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სახელმწიფოს და ექიმების ინტერესია, რომ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი, რადგან კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი

მარშალ პრესი 22/12/2022
შალვა პაპუაშვილი

საქართველოს სახელმწიფოს და ექიმების ინტერესია, რომ ის იყოს ჯანმრთელი, იმიტომ რომ კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი, ხოლო მისი ე.წ. მეგობრების ინტერესია, რომ რაც შეიძლება დაუძლურდეს, რომ იქნებ ამით რამენაირად გამოიყვანონ ციხიდან, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან და კლინიკისა და სააკაშვილის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„მიხეილ სააკაშვილს და მისი მეგობრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მისი ყველაზე დიდი მტრები არიან, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, არ უნდათ რომ მოიხადოს სასჯელი, იმისთვის რომ გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი. მას არ უნდა პასუხი აგოს ვალერი გელაშვილის ცემაზე. უბრალოდ არ უნდა, რომ იყოს ციხეში. აქედან გამომდინარე, უკვე ერთი წელია ვაკვირდებით, რომ ის ცდილობს ყველაფერს, რათა მოძებნოს რამე მიზეზი თავი დააღწიოს სასჯელს. დანაშაულისთვის არსებობს სასჯელი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ამ დანაშაულებისთვის ქართულმა მართლმსაჯულებამ და სტრასბურგის სასამართლომაც იგივე თქვა, 6 წელი მიუსაჯა. მას კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია, რომ ის იყოს ჯანმრთელი, რომ დარჩენილი 5 წელიც მოიხადოს ს სასჯელი, რაც მას ეკუთვნის გირგვლიანს მკვლელებისთვის ხელის დაფარებისა და ვალერი გელაშვილის ცემისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ყოველთვის ჰქონდა – ირაკლი კობახიძე
Next: შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის მმართველობა რეჟიმად შეაფასა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.