“ნაციონალური მოძრაობის” მოშიმშილე წევრი ანა წითლიძე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ნუ განიცდიან მის მდგომარეობას.
“ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო მეგობრებო და თანამებრძოლებო, ვიცი რომ ჩემზე ღელავთ, ვაფასებ მაგრამ ძალიან არ მინდა ჩემს ჯანმრთელობაზე გადაჭარბებული ნერვიულობა.
მხნედ ვარ და ბრძოლისუნარიანად.
თუ ჩემს სასიცოცხლო პარამეტრებს საფრთხე დაემქურება მივიღებ საჭირო მედიკამენტებს. ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ მაქვს.
ჩემი შიმშილობით თქვენთვის მძიმე ემოციების გამოწვევა – ძალიან არ მინდა.
ყველაფერი იქნება კარგად. მე ვერც დამაუძლურებენ ამ შიმშილობით, ვერც გამტეხენ და ვერც უკან დამხევენ.
ყველა ბრძოლის ხაზზე ვიქნები წინ. 22 დეკემბერს არის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი და ყველა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ამ პროცესზე. იმედია სასამართლო არ გაიწელება უსასრულოდ რადგან ყოველი დღე არის დაკარგული და სახიფათო მისი ჯანმრთელობისთვის.”- წერს ანა წითლიძე.
