IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მესტიის მუნიციპალიტეტში, საკრანტინო შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა. იქ რჩება ერთიანი გამშვები პუნქტი, რომელსაც სამართალდამცავები აკონტროლებენ.

12-დღიანი კრანტინის შემდეგ მოქალაქეები შეუზღუდავდ გადაადგილდებიან და როგორც ისინი ამბობენ, შეზღუდვების მიუხედავად, საკვების დეფიციტი არ ჰქონიათ.

რაც შეეხება ეპიდვითარებას მესტიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ვითარება სტაბილურია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„მესტიის მუნიციპალიტეტში, 2 000-მდე მოქალაქეს უკვე ჩაუტარდა მასიური თერმოსკრინინგი და აქტიურად გრძელდება პროცესი. დღეს დაბა მესტიაში და ლენჯერში ეპიდემიოლოგთა 18 ჯგუფი იმუშავებს. იგეგმება განმეორებით ტესტირება, ასევე იმ პირებზე რომლებსაც კარანტინის ვადა დღეს ეწურებათ.
დღეს მესტიაში, 500-მდე ბიოლოგიური ნიმუშის აღება მოხდება”, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

სვანეთის რეგიონი 10 აგვისტოს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სოფელ ლენჯერში 17 კოვიდინფიცირებული პირი გამოვლინდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება