Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი

მარშალ პრესი 21/12/2022
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საუდის არაბეთის სამეფოში ვიზიტის მიზანია, რომ ერთის მხრივ, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი და მეორეს მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი.

„ყურის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში. ვიზიტის მიზანია, რომ ერთის მხრივ, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა, პოლიტიკური დიალოგი და მეორეს მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი იქნება გამორჩეული და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მომტანი.

ზოგადად, ყურის ქვეყნებში ჩვენი აქტიურობა განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩეოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარა უმნიშვნელოვანესი ვიზიტი და წელს უკვე ბოლო ვიზიტი, რომელიც ამ რეგიონში განხორციელება, ეს არის საუდის არაბეთის სამეფოში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტო მოიტანს კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთში გაემგზავრა
Next: მამუკა ყურაშვილი არის გარეწარი! – ბონდო მძინარაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.