Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მალხაზ ურთქმელიძე: „თუ გვინდა, ობიექტურობასთან ახლოს მივიდეთ, გაუგებარია, რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის უარი კვლევის ჩატარებაზე“

მარშალ პრესი 21/12/2022
მალხაზ ურთქმელიძე

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, როცა საუბარია მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, გაუგებარია, რატომ აცხადებს  უარს თავად მსჯავრდებული ნიმუშების მიცემაზე.

 ურთქმელიძის თქმით, ყველა ადამიანს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოწამვლას.

 „რადგან ასეთი რამ გაჟღერდა, მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა, ნიმუშების მოცემაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. თუ გვინდა, ობიექტურობასთან  ახლოს მივიდეთ და გვინდა, დავადასტუროთ, არის თუ არა აქ რაიმე − რას ემსახურება ანალიზის არმიცემა, გაუგებარია. დღესაც, რამდენადაც ვიცი, უარი განაცხადა კვლევის ჩატარებაზე. ეს რას ემსახურება − თქვენ გადაწყვიტეთ. რაც ვნახეთ და შევისწავლეთ, თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს. ძალიან ვთხოვთ ყველას, უმიზეზო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. რა მოწამვლაზეა საუბარი − ეს უკვე გროტესკია. ყველას გვაქვს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოწამვლას. ფაქტი ფაქტთან რჩება, რომ ეს არის ნამდვილად  საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ“, − განაცხადა ჟურნალისტებთან მალხაზ ურთქმელიძემ.

Post navigation

Previous: მალხაზ ურთქმელიძე: „სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ“
Next: ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ამ სახით უკრაინის დახმარებაზე – ნანა კაკაბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.