ჟურნალისტი და ტვ “პირველი”-ს ყოფილი წამყვანი გიორგი ნიორაძე ეხმიანება შალვა ნათელაშვილის ფეისბუქ პოსტს, რომელიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟს და პენსილვანიის უნივერსიტეტში მის სწავლას ეხება.
“ბატონო შალვა, თუ მენდობით, ეს ბავშვი, პრემიერის ვაჟი, მართლა ძალიან ბევრს შრომობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით. ჩემ ვაჟთან ერთად მეცადინეობდა და მართლა საუკეთესო მოსწავლე იყო. ნამდვილად იმსახურებს იმ უნივერსიტეტს სადაც ჩააბარა . კარგად სწავლობდა ნამდვილად განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებს”- წერს გიორგი ნიორაძე.

