IMG.GE IMG.GE

ჯანდაცვის სამინსიტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, ორი თვის განმავლობაში 11 400 კომპანია შეამოწმა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, ინსპექტირების პროცესი გაგრძელდება. მისივე თქმით, გაიცა სარეკომენდაციო ხასიათის მითითებები, რათა ბიზნესი ეკონომიკური გახსნისთვის მომზადებულიყო.

ჩვენ დავიწყეთ სექტორული მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავება.ამ მხრივ, ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში. ეს არის ის ფუნდამენტური მოთხოვნები, რომელებიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შენელდეს და მაქსიმალური პრევენცია განვახორციელოთ. მიუხედავად ამისა სოციალურ ქსელებში ჩვენ ვნახეთ ის ფოტო ვიდეო კადრები. ეს იყო იმ სტანდარტების დარღვევა, იმ თამაშის წესების დარღვევა, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. სწორედ ამიტომ, პარასკევს და შაბათ-კვირის განმავლობაშ, ჩატარდა ინსპექტირებები ასეთი ტიპის ობიექტებზე. ჯამში შმეოწმდა 26 კომპანია. მათგან 16-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები. თითოეული მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა, 10 000 ლარის ოდენობით. ეს არ არის ჩვენი სამსახურის ან სახელმწიფოს თვითმიზანი, რომ სანქცირება გამოვიყენოთ. ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია. ასევე კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც იცავს სტანდარტებს სარესტორნო ბიზნესში არის არაკონკურენტულ გარემოში, როდესაც ერთი იცავს სხვები კი არა“, – განაცხადა ფერაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება