IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

„20 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა. გამგეობის წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი გორგასლიძის განცხადება კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ამავე სხდომაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეული იქნა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე გოგებაშვილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება