IMG.GE ___________________________________ IMG.GE

უამრავია ადამიანია ჩვენს ირგვლივ, ვისაც, სამწუხაროდ, სიმსივნის მკურნალობა დასჭირდა და ამის გამო ვალებიც აიღო. გაიხედეთ, გამოიხედეთ და ასეთი ადამიანების მოძებნა არ გაგიჭირდებათ ახლობელთა წრეში, – ამის შესახებ ეკონომისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომ ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების პროგრამა გაიზრდება – ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრმა სახლი გაყიდა, ზოგი უცხოეთში გადაიხვეწა, რომ ძვირფასი ადამიანის მკურნალობისათვის ფული მოეგროვებინა. უმძიმესი ამბები გამიგია ჩემს გარშემო.

თუმცა, არის კარგი ამბავიც: ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების პროგრამა გაიზრდება და ამიერიდან ამჟამად არსებული 2000 ბენეფიციარის მაგივრად, ეს პროგრამა, დაახლოებით, 40.000 ადამიანს შეეხება.

ვფიქრობ, რომ C-ჰეპატიტის პროგრამის განხორციელების და, ზოგადად, საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ, ეს ინიციატივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს გაუკეთებია აქამდე.

ახალი ინიციატივის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და შესაბამისად, თითოეული პაციენტის მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება.

აღსანიშნავია, რომ სიმსივნური დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის და მისი ჯანმრთელობისათვის ზიანის გარეშე მკურნალობისთვის საქართველოში ულტრათანამედროვე ცენტრი იქმნება, რაც ადრონულ თერაპიას გულისხმობს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის უნივერისტეტის ბაზაზე იფუნქციონირებს“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება