ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში აკია ბარბაქაძეს ეხმაურება და წერს:
”
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, როცა რამდენიმე ოდიოზურმა ყოფილმა სამხედრო ჩინოსანმა ზანგის @ლის ხელმძღვანელობით, სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში დაუმოჩილებლობით და იარაღის ხელში აღებით დაიმუქრნენ, ეს ჩემი ძველი ნაცნობი და აწ უკვე ყოფილი მეგობარი აკია ბარბაქაძეც შეურთდდა.
იგივე განმეორდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.
თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილის მრჩეველთა საბჭოში სამხედრო მრჩეველი გამხდარიყო, მას შემდეგ რაც გიორგი მარგველაშვილის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელობა “წარმატებით” დაასრულა.
მაშინ მეც და რამოდენიმე შავნაბადის ბატალიონის ყოფილმა წევრებმა დავწერეთ რაღაც საყვედურის შემცვლელი პოსტები.
წერილის ძირითადი შინაარსი კი ის იყო, რომ მას არ ქონდა “შავნაბადის” ბატალიონის სახელით ლაპარაკის უფლება.
რასაც ადრესატის სერიოზული განაწყენება და ცოტა არადეკვატური რეაქცია მოყვა.
– ვერაფრით გაიგო, რომ ნაცანალებთან დგომა ეს მეომრის კიარა, ქათმების ვალდებულებაა!
– ვერაფრით გაიგო, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა, ქვეყნის დაქცევის მხარდაჭერაა!
– ვერაფრით გაიგო, რომ იმ სისტემის მობრუნება, რომელიც მის უახლოეს მეგობრებს და თანამებრძოლებს ციხეში აწამებდა “სამშობლოს ღალატისთვის”, საკუთარი მეგობრების სამშობლოს ღალატში დადანაშულებას ნიშნავს!
მას შემდეგ ორი წელი გავიდა და თითქოს განელდა ეს ყოველივე….
თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა გაუგონარი და აბსოლიტიურად უვიცი ბრალდება წამოუყენა საქართველოს, გვარამია-მელაძის ეთერიდან არ ჩამოდის ეს ჩვენი ყოფილი მეგობარი?!
ვერ გავიგე აკია:
– თუ იმით სარგებლობ, რომ “შავნაბადის” ბატალიონის პირველი მეთაური იყავი? კი ბატონო, იყავი….
ოღონდ ნუ დაგავიწყდება, რომ განთიადი ლესელიძის საზღვაო დესანტის შემდეგ, არცერთ ბრძოლაში არ მიგიღია მონაწილეობა და მას შემდეგ არავის უნახიხარ ბრძოლის ველზე, ხოლო მთელი შენი შემდეგი საქმიანობა, მხოლოდ საკუთარი ბიზნესის და მამულების მოწყობა-გაფართოებით იყავი დაკავებული?!
– “შავნაბადის” ბატალიონს კი, კობა კობალაძე ხელმძღვანელობდა ბრძოლის ველზე, ხოლო შტაბს მიხეილ სადუნიშვილი. სწორედ ამ ადამიანებს მიუძღვით ის უდიდესი წვლილი, რაც მთელი შავნაბადის ბატალიონის საბრძოლო ოპერაციებში წარმატებულ მონაწილეობას შეეხება, ხოლო შენ იქ არავის უნახიხარ?!
– თუ პატივს გცემდით, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ბატალიონის ისტორიას ვცემდით და ვცემთ პატივს, რადგან აღნიშნული ბატალიონმა სერიოზული წვლილი შეიტანა და დღემდე შეაქვს დღევანდელი ჯარის ჩამოყალიბება-ფორმირებაში?!
– ჩამოყალიბებ-ფორმირება ვახსენე და არ შემიძლია არ გავიხსენო ის ფაქტი, როცა ომი დამთავრდა და ჩვენთვის გაუსაძლისმა მშვიდობამ დაისადგურა, კობა კობალაძის დიდი ძალისხმევით, ნაომარი ბიჭები ქუჩაში კიარ გაყარა, არამედ სხვადასხვა ტიპის სამხედრო სასწავლებლებში დაგზავნა, რომ გზას არ აცდენოდნენ და ე.წ. ომის სინდრომს არ გადაყოლოდა მათი საკმაოდ შერყეული ფსიქიკა.
როგორ მოიქეცი შენ? სწორია – შენ კომერციულ ფართებში დააყენე ყარაულებად ნაომარი ბიჭები რომლებიც გენდენ, ხოლო შემდეგ უპატრონოდ დაყარე ქუჩაში, რის გამოც მათი უმრავლესობის არსებობა კარგა ხანს სავალალო იყო თავისი ციხის, ნარკომანიის და ლოთობის გზის გავლით?!
ასე, რომ მგონი არ უნდა გქონდეს იმის მორალური უფლება, რომ “შავნაბადის” ბატალიონის ისტორიას ამოეფარო და მისი სახელით ისარგებლო იმ შენ ამჟამინდელი “პარტნიორებთან” ერთად ბინძური გეგმების განსახორციელებლად.
ერთხელ უკვე დაანგრიეთ ეს ქვეყანა, შენ და იმ შენმა ღენერლებმა, მეტს ამის უფლებას არ მოგცემთ, რადგან უკვე ჩვენ კიარა, არამედ ჩვენი შვილების სიცოცხლეს აგდებთ საფრთხეში…
ეს ბოლო წინადადებას, მე ვწერ ბევრი, ძალიან ბევრი “შავნაბადელის” სახელით…
იცოდე, რომ ვეღარ გაგიტარებთ ამ შენს პერიოდულ გამოხტომებს….
ჯერ ერთი იმიტომ არ და ვერ გაგიტარებთ, რადგან ზოგს გონია, რომ “შავნაბადელებში” დიდი ავტორიტეტით სარგებლობ და შეიძლება ვიღაც გამოუცდელი ცხელთავიანი ახალგაზრდა შეიტყუო მაგ ავანტიურაში, ხოლო შემდეგ ისე მიაგდო, როგორც რამდენიმე ათეული ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი მიაგდე ბედის ანაბარა.
მეორე იმიტომ არ და ვერ გაგიტარებთ, რადგან “შავნაბადელებთან” მეგობრობას, zანგის yლისთან მეგობრობა არჩიე!
ხოლო სამშობლოს წმინდათა წმინდა მოვალეობა, რასაც მისი დაცვა ქვია, გვარამია-მელაძის საქათმის ჰონორარზე გაცვალე!
ბოლოს შენთვის გასაგებ ენაზე გეტყვით აკია:
– @ლეი ხარ, @ლეიი…
P.S. ამ წერილის გამო(ისევე როგორც წინა წერილებზე), პირველ რიგში ვისგანაც მომხვდება საყვედური, ეს ისევ კობა კობალაძე იქნება….
თუმცა რა ვქნა, ესეც უნდა ავიტანო!
მადლობა…
ბოდიში…
ნახვამდის…” – წერს ჯიშკარიანი
ირაკლი კობახიძე გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა