IMG.GE ___________________________________ IMG.GE

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, რეგიონში მიმდინარე წელს 14 ახალი სკოლა შენდება, რაზეც ბიუჯეტიდან ჯამში 32 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც შალამბერიძე ამბობს, ყველა სოფელსა და რაიონში, სადაც სკოლები ამორტიზებულია და სტანდარტებს არ შეესაბამება, მათ ნაცვლად ახლის აშენების გადაწყვეტილება მიიღეს.

გუბერნატორის თქმით, იმერეთში არსებულ 251 სკოლაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და ეს პროცესი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება