IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საჭადრაკო ონლაინ-ოლიმპიადაზე გამოვა. დღეს ქართველმა მოჭადრაკეებმა ტესტ-მატჩი გამართეს, ტურნირი კი ხვალ დაიწყება.

ოლიმპიადა ფიდეს წევრ 163 ქვეყანას შორის 2 ეტაპად ჩატარდება. დასკვნით ეტაპზე ერთამენთს 16 გუნდი შეეჯიბრება. ოთხი ქვეჯგუფიდან სამი გამარჯვებული გავა და პლუს 4 გუნდი ფიდეს ნომინირებით დაემატება.

ფინალური ეტაპი კი ნოკაუტ-სისტემით გაიმართება, თითოეული გუნდი 12 მოჭადრაკით იქნება დაკომპლექტებული და პარტიები 6 დაფაზე გაიმართება.

ონლაინ-ოლიმპიადა 30 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება