Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გახსოვდეთ, რომ საქართველო არასდროს იქნება მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული თქვენს ხელში – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 17/12/2022
ვატო შაქარი

ორგანიზაცია “აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ ვხედავთ ევროკავშირის მთავარ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელია და რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აფასებს. მეორე მხრივ კი, ვხედავთ კორუფციულ სკანდალებში გახვეულ, ნაცმოძრაობის მოკავშირე ევროპარლამენტარებს, რომლებიც ყოვლად უსაფუძვლოდ გვიწუნებენ დემოკრატიის ხარისხს და უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.

როგორც შაქარიშვილი წერს, სანამ ერთმანეთში გაერკვეოდეთ, გახსოვდეთ, რომ საქართველო არასოდეს იქნება მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული თქვენს ხელში და თქვენი ინტერესების სამსახურში.

“ურსულა ფონ დერ ლაიენი – ახალი ენერგეტიკული პროექტი საქართველოს ანიჭებს ევროპულ დანიშნულებას.

რა გამოდის, რომ რას აკეთებს ევროკავშირის ერთი ხელი, არ იცის მეორემ? სურათი შემდეგნაირია – ერთი მხრივ ვხედავთ ევროკომისიას, ევროკავშირის მთავარ აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელია და რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აფასებს. ასევე, ახორციელებს მილიარდობით ევროს ინვესტირებას იმ პროექტებში, სადაც საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლი გააჩნია.

მეორე მხრივ კი, ვხედავთ კორუფციულ სკანდალებში გახვეულ, ნაცმოძრაობის მოკავშირე ევროპარლამენტარებს, რომლებიც ყოვლად უსაფუძვლოდ გვიწუნებენ დემოკრატიის ხარისხს(რაც საერთოდაც არ ადარდებთ) და უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.

“რეკომენდაციები” კი უყვართ და იქნებ ამ შემთხვევაშიც მოაყოლონ რჩევა-დარიგება, მათ შორის რომელ ერთს დავუჯეროთ…

სანამ ერთმანეთში გაერკვეოდეთ, გახსოვდეთ, რომ საქართველო არასოდეს იქნება მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული თქვენს ხელში და თქვენი ინტერესების სამსახურში! საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა – ღირსეული ხალხით, უდიდესი ისტორიით და საკუთარი ეროვნული ინტერესებით! ასე რომ, არ გამოვა – ერთი ხელით საჭირო პარტნიორი გვიწოდოთ და მეორე ხელით ჩვენ სახელმწიფოს ძირი გამოუთხაროთ!”- წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: 4 ქვეყნის შეთანხმება გაფორმდა
Next: სექსის ვიდეო მინდა ხალხო – ნინია კაკაბაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025