Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა, რომ 2012 წლის შემდეგ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ბოროტების მუზეუმი არ გაიხსნა

მარშალ პრესი 17/12/2022
რატი ბრეგაძე

„ოპოზიცია ვერ უძლებს სიმართლის მოსმენას, რომელიც ძალიან მწარეა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში დეპუტატ სალომე სამადაშვილთან კამათის შემდეგ განაცხადა.

„ეს არის ამ ადამიანების ნამდვილი სახე, როდესაც ვერ უძლებენ სიმართლის მოსმენას, რომელიც ძალიან მწარეა მათთვის და ძალიან ბოროტულია, მაგრამ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ. იცით, რა არის ჩვენი შეცდომა? – 2012 წლის შემდეგ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში რომ არ გაიხსნა ბოროტების მუზეუმი, რომ მომავალ თაობებს ენახათ, როგორც „კონცლაგერების“ ნახვაა შესაძლებელი. ეს არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა და დღეს სწორედ ამიტომ ბედავენ თქმას, რომ ვინმეს აწამებენ.

რა არის წამება? – ის, რომ ყველა მისი უფლება არის დაცული?! როდესაც სტრასბურგის სასამართლომ საქმე შეწყვიტა, რადგან არაფერი მანდ არ იყო სანახავი?!. ესაა წამება, თუ 1 500 ვიზიტორი, თუ VIP პალატაში განთავსება არის წამება?! გაიხსენეთ კარგად, როგორ ექცეოდნენ სხვებს და, აბა, თქვას რომელიმე, მისი რომელი უფლებაა დარღვეული?! – ვერაფერს ვერ ამბობთ და გარბიხართ დარბაზიდან. ესაა თქვენი რეალური სახე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: არაკაცები ხართ ყველა, მიშა სააკაშვილის მხარდაჭერა არის ბოზური – ბექა ჩხაიძე (ვიდეო)
Next: საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.