IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პატრიარქის ქორეპისკოპოსი ადასტურებს, რომ აბასთუმნის დედათა მონასტრის ეზოში ფერისცვალების მონასტრის მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს, – ამის შესახებ მეუფე თეოდორე ჭუაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მეუფე თეოდორე ამბობს, რომ ადგილი, სადაც ტაძარი აშენდება გუშინ აკურთხეს და პროცესს ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად დაესწრო.

„ჩემთვის სასიამოვნოა ამ სასიხარულო ფაქტზე საუბარი. გუშინ გადაწყდა, რომ აბასთუმნის დედათა მონასტერში აშენდეს ახალი ტაძარი, ფერისცვალების სახელობის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აფინანსებს მთლიანად ამ მშენებლობას. ეს იქნება კომპლექსი, რომელიც იქნება შედგენილი ტაძრისგან, სამრეკლოსგან და კიდევ იმ საჭირო ნაგებობისგან, რომელიც სამრევლო ტაძარს და მონასტერს სჭირდება. თქვენ იცით, რომ აბასთუმნის მონასტერში 2007 წელს იყო ხანძარი და დაიწვა დედათა მონასტრის დიდი ნაწილი. ამის მშენებლობაც მიმდინარეობს და უკვე ბოლო ეტაპზეა. ამასაც ბატონი ბიძინა მთლიანად აფინანსებს“, – განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით, აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი აშენდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება