Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს განაცხადი აჩვენებს მათ ამორალურ, დაუნდობელ დამოკიდებულებას, მათ შორის, ბავშვების მიმართ – რატი ბრეგაძე რადიკალურ ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 16/12/2022
რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, უდანაშაულობის პრეზუმფციას. მისივე თქმით, ისინი მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ასეთი დანაშაული არ ჩაუდენია.

„ამ ოროსნებს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ, მათ შორის კონსტიტუციას და ფუძემდებლურ დებულებებს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მკვლელს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამორალურ, დაუნდობელ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ბავშვების მიმართ.

რატი ბრეგაძემ მოუწოდა სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის ორგანიზაციას, ასეთ განცხადებებს სათანადო ფორმით გამოეხმაურონ.

„ბავშვების საკითხს რაც შეეხება, მე თავს უფლებას არ მივცემ, მათი ამორალური სიტყვები გავიმეორო. შემდეგში ქალბატონმა სალომემაც წარმატებით გააგრძელა ამაზე საუბარი. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს განაცხადი აჩვენებს მათ ამორალურ, დაუნდობელ დამოკიდებულებას, მათ შორის, ბავშვების მიმართ. აქვე, მინდა, ვთხოვო სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის ორგანიზაციას, ამ მავნებლურ განცხადებებს სათანადო ფორმით გამოეხმაურონ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის სიტყვით გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტრაფარეტები გამოფინეს მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით, შემდეგ კი პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა წითლიძემ პარლამენტის სხდომის დატოვებისას რატი ბრეგაძეს მიმართა, რომ მის ქმედებებზე მისი შვილები აგებენ პასუხს.

Post navigation

Previous: გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
Next: დაპატიმრების დღიდან დღემდე, სააკაშვილზე ზრუნვა/მკურნალობაში სახელმწიფომ 200 ათას ლარამდე დახარჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.