Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბუქარესტში გაემგზავრა

მარშალ პრესი 16/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება მაღალი დონის შეხვედრები.

მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

Post navigation

Previous: მოშიმშილე და დამწუხრებული ანი წითლიძე იღიმის
Next: გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.