IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „სასამართლოში“ ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩატარდება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

ხვიჩა მღებრიშვილს დე-ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა 19 ივლისს შეუფარდა. ის სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.

ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ზაზა გახელაძე. ის ოკუპანტებმა 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. კაცი ფეხშია დაჭრილი. საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება