Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უცხოელი პოლიტიკოსებისგან სააკაშვილის ასეთი გამალებული დაცვა ხომ არ არის შიში იმისა, რომ მიშა მათ ბევრ რამეში ამხელს?

მარშალ პრესი 14/12/2022
ხუნდაძე

ბოლო დღეებში ევროპარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა გააღრმავა კითხვები ჩვენში ერთ კონკრეტულ საკითხზე. საქმე გვაქვს უცხოეთიდან საქართველოს ხელისუფლების არა მხოლოდ მიზანმიმართულ ნეგატიურ პროპაგანდაზე, არამედ, რადიკალურ ბრძოლაზე ჩვენს წინააღმდეგ, – აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, პოლიტიკურ უპატივცემულობას გამოხატავენ დასავლეთის რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც „დაავადებულნი არიან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ სიყვარულით“.

„ამავე დროს, ისინი შეპყრობილნი არიან შიშით, რომ თუ მას ვერ დაიხსნიან, სააკაშვილი სათქმელს ხმამაღლა იტყვის. ისინი სწორედ მისი თანამედროვენი არიან და თავის დროზე მასთან ერთად წყვეტდნენ მთელ რიგ საკითხებს.

იბადება კითხვა – უცხოელი პოლიტიკოსებისგან სააკაშვილის ასეთი გამალებული დაცვა ხომ არ არის მათი მხრიდან ერთობლივი დანაშაულების დამალვის მცდელობა და შიში იმისა, რომ მიშა მათ ბევრ რამეში ამხელს?

სააკაშვილისა და მისი გუნდის ასეთი მასშტაბური დანაშაულები ვერ იქნებოდა მათი პარტნიორების თანამონაწილეობის გარეშე, განა ისინი არ აკონტროლებდნენ ყველაფერს საქართველოში და განა ყოფილი ხელისუფლება უსიტყვოდ არ ასრულებდა მათ დაკვეთებს? ან სააკაშვილის შემოსვლა განა მათ გარეშე დაიგეგმა?

როგორც ჩანს, ის სასტიკი დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, სცდება საქართველოს საზღვრებს. სხვა ვერაფერი ვერ ამართლებს უცხოელი პოლიტიკოსების ასეთ გამალებულ ბრძოლას დამნაშავე რეჟიმის დასაცავად და მათ დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ქართველი ხალხი უნდა დაფიქრდეს ამაზე მით უფრო დღეს, როდესაც თავად ევროპარლამენტში მიდის სწორედ დემოკრატიის უკუსვლა.

მიზანშეწონილი იქნება, თუკი შესაბამისი ორგანოები სააკაშვილის დანაშაულებრივ კვალს საზღვრებს მიღმაც გაჰყვებიან და კანონი იქაც იკანონებს. მითუმეტეს დღეს, როდესაც კონკრეტული დანაშაულების ფაქტი ევროპარლამენტშიც გამოვლინდა. მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველი ევროპარლამენტარებისა თუ სხვა პოლიტიკოსების შესაძლო დანაშაულებრივი მხილება, ვფიქრობ, უცხო აღარ იქნება დემოკრატიული დასავლეთისთვის“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ამ სუბიექტების დამქირავებლებს სჯერათ, რომ რადგან ვიღაც ფოტიგები და კრამონები თითს დაგვიქნევენ, ამით ქართულ საზოგადოებაში ნაცმოძრაობის რეინკარნაციას და რომანტიზებას შეძლებენ
Next: მაკა ჩიჩუას საახალწლოდ განათებული თბილისი არ მოსწონს და გული ერევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.