ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა, მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია – ჭამოს, დალიოს და არ დაიკლებს წონაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ სანამ ის მიხეილ სააკაშვილი კონტრაბანდისტულად შემოვიდოდა მანამდე ჩაიტარა კუჭზე ოპერაცია. როდესაც პატიმარი არ იკვებება, ისე როგორც უნდა იკვებებოდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას. თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია ეს სამწუხაროა, ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია.
პოლიტიკოსებმა ყველაზე ნაკლები უნდა ისაუბრონ, არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკოსებმა ჩვენ საქმეს მივხედოთ.
ეს არის სიმულირება. ყველაფერი კეთდება, რომ თითქოს, საზოგადოებას მიაწოდონ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს. ეს ვერ მოხდება. კონკრეტული დანაშაულებია. დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჭამოს და არ დაიკლებს წონაში, დალიოს და არ დაიკლებს წონაში. პოლიტიკოსებმა ან საკითხზე ნაკლები უნდა ვისაუბროთ.
ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოიყვანონ სპეციალისტები, ვინც ამ პროცესში ჩაერთვებიან. შესაბამისი უწყება ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, რაც მნიშვნელოვანია. სააკაშვილის შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.
