Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი უძრავი ქონების სამართალწარმოების სპეციალისტი და სასამართლო მრჩეველია დეველოპერებისათვის

მარშალ პრესი 14/12/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

სწორედ ასე თავდაჯერებულ ტყუილში ცხოვრობენ მიშისტები. ამის დასტური კი უძლიერესი, მეგა-ვარსკვლავ-ვექილი, ადვოკატის მასიმო დი ანჯელოს დაქირავება გახლავთ, რომლის მარტო სახელის გაგონებაზე თურმე ბრალმდებლები-პროკურორები და მოსამართლეები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში “კანკალებენ”!– წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, უძრავი ქონების სპეციალისტები „საერთაშორისო დონის ადვოკატებად“ ჩამოჰყავთ და კიდევ რა „კონცერტს“ შემოგვთავაზებენ კაცმა არ იცის!

„Запад нам поможет“ ცნობილი ფრაზა, ასევე ცნობილი წიგნიდან და ფილმიდან „12 სკამი.“ სწორედ ასე თავდაჯერებულ ტყუილში ცხოვრობენ მიშისტები. ამის დასტური კი უძლიერესი, მეგა-ვარსკვლავ-ვექილი, ადვოკატის მასიმო დი ანჯელოს დაქირავება გახლავთ, რომლის მარტო სახელის გაგონებაზე თურმე ბრალმდებლები-პროკურორები და მოსამართლეები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში “კანკალებენ”! სინამდვილეში კი რა ხდება, ბატონი მასიმო, უძრავი ქონების სამართალწარმოების სპეციალისტი და სასამართლო მრჩეველია დეველოპერებისათვის! ყველაზე ამორალური იცით რა არის? ეს მიშა-დამცველები, ქართველები და უცხოელებიც, თავისიანების მოტყუება-გადაგდებაზე, შესაბამისად ფულის გაკეთებაზე არ ამბობენ უარს და ხომ წარმოგიდგენიათ, სხვას რა უზამდნენ საშუალება რომ ჰქონდეთ? მთავარი, მაინც ბენდერი და მისი ფრაზაა დასავლეთი დაგვეხმარება- Запад нам поможет“-კი ნამდვილად გეხმარებათ, ოღონდ პროფესიონალი შულერებით! თუმცა არც ესენი აკლებენ და წავიდა: ჩამოვალ საქართველოში და მე ვიციო, იმუქრებოდა სააკაშვილი- არაჟნებთან ერთად შემოიპარა, 100 000 კაცს დაგახვედრებთო ეუბნებოდნენ აქედან და სამართალდამცავები დაახვედრეს, იშიმშილეო და აჭამეს, არ ჭამოო და ჩვენ ვიცითო, ადვოკატები ჩვენზეაო, და უძრავი ქონების სპეციალისტები „საერთაშორისო დონის ადვოკატებად“ ჩამოჰყავთ, და კიდევ რა „კონცერტს“ შემოგვთავაზებენ კაცმა არ იცის!“– წერს ნიკოლეიშვილი

Continue Reading

Previous: ევროპარლამენტში დებატები დაცლილი იყო ევროპისგან – შალვა პაპუაშვილი
Next: რაც დაფარული იყო კაილის შემთხვევაში, ღიაა მიშას შემთხვევაში, როცა გააფორმეს ლობისტური კონტრაქტი მისი ინტერესების დასაცავად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025