Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დასანანია განცხადებები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კეთდება, თუმცა უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევად გაგრძელდება

მარშალ პრესი 09/04/2022
ირაკლი კობახიძე

სამწუხარო რეალობაა, როდესაც უკრაინის მხრიდან ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯების გადადგმას.

„პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია. სამწუხარო რეალობაა, როდესაც უკრაინის მხრიდან ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რასაც თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს. დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია. ეს არის სამწუხარო რეალობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იდგმება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯები“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა, იქიდან გადმოდგმული ნაბიჯები „შესაბამისი არ არის“.

„არა მხოლოდ ომის დაწყების დღიდან, ომამდეც, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იყო ურყევი და მტკიცე მთელი ამ პერიოდი განმავლობაში. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, იქიდან გადმოდგმული ნაბიჯები არ იყო შესაბამისი. ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და სინანული მინდა გამოვხატო.

ჩვენი დამოკიდებულება არის შემდეგი – დასანანია განცხადებები, რომელიც კეთდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ამ საკითხში ვერ შევალთ და მიუხედავად ამ ყველაფრისა, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ურყევად“,- განაცხადა ირაკლი კობაიძემ.

კითხვაზე, იქნებოდა თუ არა ბუჩაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება, კობახიძე ამბობს, რომ საქართველო მხარდაჭერას ყველა შესაბამისი ფორმით გამოხატავს.

„ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ ყველა შესაბამისი ფორმით. ეს არის ის პრინციპული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს მიღებული. პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერებაზე. აქ ჩვენი მხარდაჭერა იყო უპირობო. გაეროში ვიყავით თანასპონსორი იმ რეზოლუციისა, რომლის თანასპონსორიც, მაგალითად, მოლდოვაც კი არ იყო; ეუთო-ში აბსოლუტურად ყველა დოკუმენტს დავუჭირეთ მხარი, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება; ჩვენ გავხდით თანაავტორი სისხლის სამართლის საჩივრისა, რომელიც ჰააგის სასამართლოში შევიდა. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება. ამის მიუხედავად შემხვედრი ნაბიჯები, სამწუხაროდ, სათანადო არ არის, თუმცა ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ასეთ დროს იმაზე ღრმად ვერ შევალთ შეფასებაში, ვიდრე უკვე შევედით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი კოლეგისკან, უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩასვლის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.

Post navigation

Previous: მოლაპარაკებების გარდა სხვა გამოსავალი არ გვაქვს, იმიტომ რომ მხოლოდ პუტინი წყვეტს, როდის დასრულდება ეს ომი – ზელენსკი
Next: ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის მეთაურმა იმის მტკიცებულებები მოსთხოვა, რომ ომის დანაშაულები ბუჩაში ინსცენირებული არ იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.