Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„სააკაშვილი იყო წლების განმავლობაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ჰკითხეთ სპეციალისტებს, რა შედეგი მოაქვს, როცა ათწლეულების განმავლობაში ადამიანი დიდი დოზით მოიხმარს ნარკოტიკებს“ – ვატო შაქარიშვილი

მარშალ პრესი 13/12/2022
ვატო შაქარიშვილი

„ერთი მომენტი რატომღაც ყველას გვავიწყდება – ის, რომ სააკაშვილი წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მას შემდეგაც იყო მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებული“, – აცხადებს ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

შაქარიშვილის თქმით, სააკაშვილი და ნესმიერი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე და მოიხმარს ძალიან დიდ დოზებს ყოველდღიურად და სისტემატურად, ცხადია, ყველაფერზე თავის დანებების ფაქტორი იწვევს გარკვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს და ეს ბუნებრივი და ლოგიკურია.

„ცხადია, სპეკულაციასთან და მანიპულაციასთან გვაქვს საქმე, რაც დამახასიათებელია „ნაცმოძრაობისთვის“ და სააკაშვილისთვის. ბევრი ასპექტის განხილვა მიმდინარეობს. ის, რომ ციხის გარემო ცუდად მოქმედებს. ახალი გარემოება, რომელიც საზოგადოებამ აქამდეც იცოდა, რომ მას გავრკვეული ოპერაციები ჰქონდა ჩატარებული. 

ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი, დორბლიანი ადამიანი, პირდაპირ ეთერში ვერ იკავებდა ნერწყვს, გამომდინარე იქიდან, რომ ის არ იყო ფხიზელი. არაერთხელ გვინახავს საჯაროდ, ტელეკამერების წინ არაფხიზელ მდგომარეობაში და ეს ქართული საზოგადოებისთვის არ არის ახალი და ეს მის ულფებდამცველებსაც, ბრჭყალებში ევროპარლამენტარებსაც და ყველას უნდა მოვახსენოთ, რომ სააკაშვილი იყო წლების განმავლობაში, პრეზიდენტობისას თუ სხვა დროს, უკრაინაში ყოფნისას, ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ჰკითხეთ სპეციალისტებს, რა შედეგი მოაქვს, როცა ათწლეულების განმავლობაში ადამიანი დიდი დოზით მოიხმარს ნარკოტიკებს; თავის დანებების შემთხვევაში, რა გავლენა აქვს ამას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – აცხადებს შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: დარწმუნებული ვარ, იმ შედეგზე გავალთ, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა. რეზერვში გვეყოლება 10,000 მომზადებული ახალგაზრდა პატრიოტი კაცი – ეს არის მართლაც საშვილიშვილო საქმე
Next: ხვალ დადგმა იქნება, რომ სააკაშვილს გული წაუვიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.