Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ სააკაშვილის საექიმო გუნდისთვის დაიჯერება – მათ მიერ ჩამოთვლილ სიმპტომატიკას ბრიტანელი მედიკოსები, სწორედ რომ ელექტრონული სიგარეტების მავნე თვისებებს მიაწერენ

მარშალ პრესი 13/12/2022
დავით ქართველიშვილი

,,ელექტრონული სიგარეტებით “ზედოზირება” ზრდის ინფარქტის, ინსულტის და ონკოლოგიების რისკებს. გარდა ამისა, იწვევს მადის მკვეთრ დაქვეითებას და წონაში დინამიურ კლებას. თუ პატიმარ სააკაშვილის საექიმო გუნდისთვის დაიჯერება – მათ მიერ ჩამოთვლილ სიმპტომატიკას ბრიტანელი მედიკოსები სწორედ რომ ელექტრონული სიგარეტების მავნე თვისებებს მიაწერენ,’’ – წერს ,,ხალხის ძალის’’ წევრი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტრო სიგარეტის შეზღუდვის შესახებ.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება – დროული და სავსებით ლოგიკურია.

,,როგორც 27-წლიანი სტაჟის მქონე არამწეველმა, ელექტრონული სიგარეტების პლიუსებსა და მინუსებზე არაფერი ვიცი.

მჯერა მედიცინის და კომპეტენტური ექიმების, მათ რიცხვში რატომღაც და განსაკუთრებით – ბრიტანელების. სწორედ მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს ვენდობი, მათ შემდეგ, რაც გაჟღერდა ინფორმაცია პატიმარ სააკაშვილის მიერ “დინოზავრის” დოზებით ელექტრონული სიგარეტების მოხმარებისა და მის ორგანიზმში “იშვიათი” სახეობის მძიმე მეტალების აღმოჩენის თაობაზე. ბრიტანელი ექიმები გვაფრთხილებენ: ელექტრონული სიგარეტის მიერ გამოყოფილი ორთქლი მოიცავს 30 სახეობის მავნე ნივთიერებებს. მაგალითად პროპინგლიკოლი, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ჩირქოვან პროცესებს, ხელს უშლის თირკმელებისა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. გლიცერინი – აზიანებს სასუნთქ ორგანოებს და ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ასევე იწვევს ორგანიზმში მუტაგენურ პროცესებს. ელექტრონული სიგარეტების არომატიზატორები და აეროზოლი მოიცავენ ისეთ მეტალებს, როგორიც არის ნიკელი და ტყვია, რომლებიც აზიანებენ ნერვულ, სასუნთქ, ენდოკრინულ, საკვების მონელების, გულ-ძარღვთა და კუჭ-ნაწლავთა სისტემებს. ელექტრონული სიგარეტის გადაჭარბებით მოხმარება იწვევს თავის ტკივილებს, თავბრუსხვევებს, მეხსიერების დაქვეითებას (დემენციის ნიშნების მქონე), ყურადღების დეკონცენტრირებას, გაღიზიანებას, აგრესიას, დეპრესიას, გულისრევას, ფაღარათს, მუცლის ღრუში ტკივილებს. ელექტრონული სიგარეტებით “ზედოზირება” ზრდის ინფარქტის, ინსულტის და ონკოლოგიების რისკებს. გარდა ამისა, იწვევს მადის მკვეთრ დაქვეითებას და წონაში დინამიურ კლებას. თუ პატიმარ სააკაშვილის საექიმო გუნდისთვის დაიჯერება – მათ მიერ ჩამოთვლილ სიმპტომატიკას ბრიტანელი მედიკოსები სწორედ რომ ელექტრონული სიგარეტების მავნე თვისებებს მიაწერენ. აქედან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება – დროული (თუ არა დაგვიანებული) და სავსებით ლოგიკური გვეჩვენება. ჯანმრთელობა მინდა ვუსურვოთ პატიმარ სააკაშვილს და ცენტრ “ემპათიისაგან” განსხვავებით – ამაში რეალურად დავეხმაროთ!’’ – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მადის დასაკარგად ის დღეში ხუთ კოლოფ ელექტრო სიგარეტს მოიხმარდა
Next: მხარს ვუჭერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას – ელისო კილაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.