Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გარდაიცვალა ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი)

მარშალ პრესი 12/12/2022
ნორა კვიციანი1

74 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორა კვიციანი. სიცოცხლის ბოლო წლებში ის მონაზვნად აღიკვეცა და დედა ქეთევანის სახელით განაგრძო სასულიერო ცხოვრება.

ნორა კვიციანი იყო კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის (2001-2003 წლებში) ემზარ კვიციანის და.

2006 წლის 25 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები ბატალიონ “მონადირის” ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით კოდორის ხეობაში შევიდნენ.

27 ივლისს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ნორა კვიციანი დააკავეს, სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების საფუძველზე. მას ჰუმანიტარული საქონლის მითვისებასაც ედავებოდნენ.

ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს და ბრალდების ყველა ეპიზოდში გამართლდა.

 

Post navigation

Previous: ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რაც მან ჩაიდინა – პრემიერი ზურაბ ჯაფარიძის რელიგიურ ორგანიზაციაზე
Next: გაქნილმა შულერმა ხაზარაძემ და მისმა ამფსონმა ჯაფარიძემ პრემიერის დაანონსებულ ანაკლიის პროექტს სიცრუე უწოდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.