Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება

მარშალ პრესი 12/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორი კომპანიების შესარჩევად გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. კარგად მოგეხსენებათ, ახლა რაც ხდება ანაკლიაში. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: სააკაშვილის არცერთ დამცველს, თუ მხარდამჭერს არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამთ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია სიმართლე იყო და ჟიგიმანტასების მაშინდელი შფოთვა “ხალასტოი” გასროლა აღმოჩნდა
Next: ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რაც მან ჩაიდინა – პრემიერი ზურაბ ჯაფარიძის რელიგიურ ორგანიზაციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.